ვალუტის კურსი

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ბელარუსის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში მიხეილ მიატიკოვს შეხვდა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის გაზრდილი სავაჭრო ბრუნვისა და ტურისტების რაოდენობის მიუხედავად, არსებობს მნიშვნელოვანი პოტენციალი, რათა სარგებელი ეკონომიკური თანამშრომლობისგან გაცილებით მნიშვნელოვანი იყოს.
შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა ორმხრივი ურთიერთობის სხვა პრიორიტეტული საკითხები.
(NS)
Share