-1.16 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-18  
09:11:38

ლარმა ევროსთან მიმართებაში გაუფასურების ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

By: Admin
2017-10-27 18:55:27
204

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.5496 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.5317 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0179 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, ლარმა მასთან მიმართებაში გაუფასურების ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.1 ევრო ხვალ, 3.0111 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 2.9813 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0298 ლარი შეადგინა.

 

Share