ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონის შედეგებს აქვეყნებს.
სებ-ის ცნობით, 2023 წლის 6 ოქტომბერს გამართულ სავალუტო აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი იქნა 50 მლნ აშშ დოლარი.
"აუქციონზე გაიყიდა 44 900 000 აშშ დოლარი, ხოლო საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6716 შეადგინა.
სავალუტო აუქციონის მიზანშეწონილობა განპირობებული იყო მსხვილი ერთჯერადი ტრანზაქციის გაცვლით კურსზე მკვეთრი ზეგავლენის მინიმიზირების მიზნით",- ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.
Share