
ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, საქართველო და აზერბაიჯანი კონცენტრირებულნი არიან კავშირების განმტკიცებასა და ეკონომიკური ზრდის გაძლიერებაზე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Twitter-ზე წერს.
ღარიბაშვილის თქმით, ორი ქვეყნის ხალხის საკეთილდღეოდ, საქართველო და აზერბაიჯანი პოტენციური ერთობლივი პროექტების გამოვლენაზე მუშაობენ.
"ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან.
საქართველო და აზერბაიჯანი კონცენტრირებულნი არიან კავშირების განმტკიცებასა და ეკონომიკური ზრდის გაძლიერებაზე.
ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ ვახდენთ პოტენციური ერთობლივი პროექტების გამოვლენას ვაჭრობის, ენერგეტიკის, მდგრადი და ინფრასტრუქრურული განვითარების სფეროებში.
ილჰამ ალიევს დავუდასტურე საქართველოს მხარდაჭერა რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართულებით",- წერს ღარიბაშვილი.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმი ილჰამ ალიევი საქართველოს გუშინ, 8 ოქტომბერს სტუმრობდა.
Share