1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
21:02:36

ოთარ შამუგია სამეცნიერო კონფერენციას „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტი - შედეგები და სიახლეები“ გახსნის

By: Admin
2023-10-09 17:38:45
204

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, სამეცნიერო კონფერენციას "ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტი - შედეგები და სიახლეები" გახსნის. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, კონფერენცია ხვალ, 10 ოქტომბერს თბილისში, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასი" გაიმართება.

"10-13 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, „ღვინის დღეების" და ღვინის ეროვნული სააგენტოს „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტის" ფარგლებში, გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტი - შედეგები და სიახლეები".

კონფერენციის მიზანია, მევენახეობა და მეღვინეობის დარგის მკვლევრებსა და მუშაკებს, მათთან დაკავშირებულ სხვადასხვა დისციპლინების ექსპერტებს, დაინტერესებულ პირებს და ფართო საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამეცნიერო კვლევებით მიღებულ შედეგებზე და მოახდინოს მომავალი კვლევების პრიორიტეტების გამოკვეთა.

კონფერენციას დაესწრება მსოფლიოს 12 ქვეყნის წარმომადგენელი 24 მეცნიერ-მკვლევარი და ექსპერტი",- აღნიშნულია ინფორმაციაში,

Share