
მიმდინარე წლის 28-29 ნოემბერს თბილისი აბრეშუმის გზის ფორუმს მეორედ უმასპინძლებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობას არაერთი წარმატებული პოლიტიკოსი, საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი და ბიზნესსექტორის წარმომადგენელი მიიღებს.
უწყების ცნობით, ფორუმში, უკვე მეორედ მიიღებს მონაწილეობას ცნობილი ჟურნალისტი, Reuters-ის რედაქტორ-კონსულტანტი აქსელ თრელფოლი, რომელიც მოდერატორობას პანელს “Digital Connectivity” გაიწევს.
აღსანიშნავია, რომ აქსელ თრელფოლი Reuters-ის რედაქტორ-კონსულტანტია. ის მაღალი რანგის შეხვედრებს მასპინძლობს და უძღვება Reuters-ის წამყვან ღონისძიებებს, როგორიცაა ცნობილი ადამიანების შესახებ გამოშვებები და დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი.
წარსულში აქსელ თრელფოლი Reuters-ის ციფრული ვიდეოს მთავარი ევროპელი წამყვანი იყო.
მან CNBC-ის წამყვანად ოთხი წელი იმუშავა, მანამდე რედაქტორი იყო Wall Street Journal-ის ნიუ იორკის ოფისში და ბლუმბერგის ახალი ამბების რეპორტიორი ლონდონში.
ის ასევე, ბიზნესსექტორსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში საერთაშორისო მედიასთან ურთიერთობის საკითხებზე მრჩევლად მუშაობდა.
აქსელ თრელფოლს ხშირად იწვევენ ღონისძიებების მოდერატორად საერთაშორისო ორგანიზაციები, გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ჩათვლით.
მას მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი დურჰამის უნივერსიტეტში, ხოლო მაგისტრის ხარისხი ჟურნალისტიკაში - ლონდონის სიტის უნივერსიტეტში.
(NS)
Share