3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:31:26

დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები ფერმერებისთვის ტრენინგი, თემაზე „ორგანული სოფლის მეურნეობა და აგროტურიზმი“ ჩატარდა

By: Admin
2023-10-11 15:34:01
204

დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად მუშაობს დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით. ამ მიზნით, სააგენტო დონორ და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს,- ამის შესახებ ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, დაცული ტერიტორიების მიმდებარედ აგროტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის ტრენინგები, თემაზე "ორგანული სოფლის მეურნეობა და აგროტურიზმი“ 30-მდე ფერმერმა გაიარა.

"მონაწილეები გაეცნენ აგროტურიზმის სპეციფიკასა და პრინციპებს, დაცულ ტერიტორიებთან მიმართებაში.  

აგროტურიზმი დაცული ტერიტორიების მიმდებარე ფერმერებს შესაძლებლობას აძლევს, ვიზიტორებს გააცნონ ტრადიციულ სოფლის მეურნეობის პრაქტიკა და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართონ; ტრენინგის მონაწილეებმა, თეორიულთან ერთად, მიიღეს პრაქტიკული გამოცდილება, რომლის ფარგლებშიც ახმეტის მუნიციპალიტეტში არსებული რამდენიმე აგროტურისტული ობიექტი დაათვალიერეს. 

ტრენინგები GEF/UNDP/CNF-ის პროექტის „დაცული ტერიტორიების ფინანსური მდგრადობის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა, რომლის ერთ-ერთი მიზანია დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის შემოსავლების გენერირების ხელშეწყობა. აღნიშნული მიმართულებით პროექტის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია ორგანიზაცია „საქართველოს დაცული ტერიტორიების მეგობართა ქსელი“ (GePAFN)",- ნათქვამია ინფორმაციაში.

Share