4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
16:35:35

12 ოქტომბერს, ბრიტანეთის საელჩო და პარტნიორები ბრიტანულ-ქართულ ფინტექ ფორუმს უმასპინძლებენ

By: Admin
2023-10-11 16:26:36
204

12 ოქტომბერს, ბრიტანეთის საელჩო და პარტნიორები ბრიტანულ-ქართულ ფინტექ ფორუმს უმასპინძლებენ.

ფორუმი თავს მოუყრის ფინტექ-ში მომუშავე პროფესიონალებს საქართველოდან და დიდი ბრიტანეთიდან, სადაც მათ საშუალება ექნება ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება და დაამყარონ ახალი, საქმიანი კონტაქტები.

ბრიტანეთის საელჩო ფინტექ ფორუმს უკვე მეორედ მასპინძლობს. წელს, პარტნიორებს შორის არიან: დატაფესტ თბილისი; საქართველოს ფინტეკ ასოციაცის; საქართველოს ეროვნული ბანკი; „თიბისი ბანკი“; „საქართველოს ბანკი“  და გრანტ თორნტონი.

ფორუმის მიზანია, ბრიტანულ-ქართულ კომპანიებს შორის თამანშრომლობის პლატფორმის შექმნა, არსებული ფინ-ტეკ კომპანიების წარმოჩენა და ბრიტანული ექსპერტიზის გაზიარება.     

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ფინტექ ეკოსისტემის გამორჩეული სპიკერები, მათ შორის დიდი ბრიტანეთიდან. ფორუმზე დამსწრეებს საშუალება ექნებათ მოისმინონ ინდუსტრიის ლიდერების წარმატების ისტორიები. 

Share