ვალუტის კურსი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 15 919.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 16.6 პროცენტით მეტია.
საქსტატის ცნობით, აქედან ექსპორტი 4 607.2 მლნ აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 12.7 პროცენტით), ხოლო იმპორტი 11 312.3 მლნ აშშ დოლარი (გაიზარდა 18.3 პროცენტით).
მათივე ინფორმაციით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ-სექტემბერში 6 705.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.1 პროცენტია.
Share