ვალუტის კურსი

მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, საკონსტიტუციო კომისიას მიმართოს, კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე შესაძლებელი არ იქნება.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
„მმართველ გუნდში გაიმართა კონსულტაციები, რომელშიც მონაწილეობას იღებდა მთავრობა, საპარლამენტო უმრავლესობა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საკონსტიტუციო კომისიას მივმართოთ, რათა კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება არ იქნება შესაძლებელი, იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც არ გააჩნიათ საქართველოს მოქალაქეობა“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
Share