2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:45:21

სექტემბერში საქართველომ ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი კვლავ რუსეთიდან მიიღო

By: Admin
2023-10-16 16:34:29
204

საქართველოს ეროვნული ბანკი, 2023 წლის სექტემბრის მდგომარეობით, ფულადი გზავნილების სტატისტიკას აქვეყნებს.

სებ-ის მონაცემებით, სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.9 მლნ აშშ დოლარი (751.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 26.7%-ით (103.3 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2022 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

"უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 95.8% იმ 23 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა სექტემბერში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 23 ქვეყანაზე გასული წლის სექტემბერში მთელი ფულადი გზავნილების 94.4% მოდიოდა",- ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.

უფრო კონკრეტულად კი, ქვეყნების ხუთეული, საიდანაც გასულ თვეში, საქართველოში ყველა მეტი თანხა გადმოირიცხა, ასე გამოიყურება:

რუსეთის ფედერაცია - 59.47 მლნ აშშ დოლარი
იტალია - 43.29
აშშ - 41. 25
გერმანია - 21.14
საბერძნეთი - 20.49

სებ-ის ცნობით, 2023 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 28.9 მლნ აშშ დოლარი (76.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2022 წლის სექტემბრის (32.0 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 9.5%-ით ნაკლებია.

Share