4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
13:04:30

საქსტატი - იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16.5%-ით გაიზარდა

By: Admin
2023-10-20 15:10:40
204

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 15 910.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.5 პროცენტით მეტია.

საქსტატის ცნობით, აქედან ექსპორტი 4 607.4 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 12.7 პროცენტით), ხოლო იმპორტი 11 303.4 მლნ აშშ დოლარს (გაიზარდა 18.2 პროცენტით).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში, 6 696.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.1 პროცენტია.

"2023 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.5 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: აზერბაიჯანი (632.7 მლნ. აშშ დოლარი), სომხეთი (601.5 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (511.8 მლნ. აშშ დოლარი).

2023 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.8 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 861.2 მლნ აშშ დოლარი), აშშ (1 399.4 მლნ აშშ დოლარი) და რუსეთი (1 364.3 მლნ აშშ დოლარი).

2023 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.8 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (2 195.8 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (1 876.0 მლნ აშშ დოლარი) და აშშ (1 471.8 მლნ აშშ დოლარი)",- ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.

Share