ვალუტის კურსი

რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენები, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მომავალ კვირას განახლდება,- Эхо Кавказа-ს ცნობით, ამის შესახებ ურალის ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტმა, მიხეილ მალცევმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლა აღდგება. განახლებული პროგრამის მიხედვით, ქუთაისის მიმართულებით პირველი რეისი შესრულდება. ასევე იქნება პირდაპირი რეისი თბილისის მიმართულებით“,- თქვა მალცევმა.
ეკატერინბურგის კოლცოვოს აეროპორტის განრიგის მიხედვით, ფრენებს Red Wings Airlines-ი განახორციელებს.
ფრენები ქუთაისის მიმართულებით 31 ოქტომბრიდან, ყოველ სამშაბათს და კვირას, ხოლო თბილისის მიმართულებით 2 ნოემბრიდან, ყოველ ხუთშაბათს და კვირას განხორციელდება.
Share