4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
13:07:47

კვირიკაშვილი - უცხოელებზე მიწის გასხვისების აკრძალვა მოქალაქეების უმრავლესობის მოთხოვნას ეხმიანება

By: Admin
2018-09-07 13:08:49
204

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსზე, საკუთრების უფლება შეიძლება ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეთა  გაერთიანებას, სახელმწიფოს და თვითმმართველ ერთეულს“, - საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით,  სწორედ ასეთი ფორმულირება ექნება კონსტიტუციაში სასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების  მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისების აკრძალვას.

როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, აღნიშნული ჩანაწერი  საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობის მოთხოვნას ეხმიანება და ეს გადაწყვეტილება  მმართველმა გუნდმა აუცილებლად უნდა მიიღოს:

„ანუ, ფორმულირება იქნება შემდეგი-სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსზე საკუთრების უფლება შეიძლება ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეთა  გაერთიანებას, სახელმწიფოს და თვითმმართველ ერთეულს. ვფიქრობ, ეს ჩანაწერი პირდაპირ ეხმიანება იმ მოთხოვნას, რომელიც ჩვენს მოქალაქეთა უდიდეს უმრავლესობას გააჩნია. ვფიქრობთ, ეს იქნება გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად უნდა მიიღოს მმართველმა გუნდმა“,-აღნიშნა პრემიერმა.

Share