4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
12:59:36

„საქართველოს რკინიგზა“: 31 ოქტომბერს და 1-ელ ნოემბერს ქუთაისი-ზუგდიდის და ქუთაისი-ბათუმის რეისები არ შესრულდება

By: Admin
2018-09-07 12:43:45
204

„საქართველოს რკინიგზაში“ მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, 31 ოქტომბერს და 1-ელ ნოემბერს ქუთაისი-ზუგდიდის და ქუთაისი- ბათუმის რეისები არ შესრულდება.

ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაშია აღნიშნული:

„პატივცემულო  მგზავრებო! „საქართველოს რკინიგზაში“ მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით (ბროწეულა-კოპიტნარის გადასარბენზე გვირაბის მოწყობის გამო), ა.წ. 31 ოქტომბერს ქუთაისიდან და 31ოქტომბერს და 01 ნოემბერს ზუგდიდიდან და ბათუმიდან,  ორი რეისით მსვლელობიდან იხსნება ადგილობრივი ელექტრომატარებელები:   №698/697 ქუთაისი-ზუგდიდი და №684/683  ქუთაისი- ბათუმი.

სს „საქართველოს რკინიგზა“ ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

(R)

Share