2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:49:00

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია - 9 თვეში საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავალმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა

By: Admin
2023-11-01 11:21:55
204

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, 2023 წლის I-III კვარტალში მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა - 3 251 651 900 აშშ დოლარი, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს +25.9%-ით აღემატება (+668 812 328 აშშ დოლარი).

ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2022 წელთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია +734 468 385 (+29.2%) აშშ დოლარით.

"2023 წლის III კვარტალში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და 1 447 121 966 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +28.4%-იანი ზრდაა, 2022 წლის მესამე კვარტალთან შედარებით კი მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია +72 468 664 (+5.3%) აშშ დოლარით",- ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში. 

Share