1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
21:35:01

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან პრესტურს უმასპინძლა

By: Admin
2023-11-02 12:14:46
204

გერმანიიდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჟურნალისტებს და მარკეტინგული სააგენტოს Kleber Group წარმომადგენელს უმასპინძლა.

პრესტურის ფარგლებში ჟუნალისტები საქართველოში ტურისტულ პროდუქტებს გაეცნენ.

ტურის ფარგლებში ჟურნალისტები ეწვევნენ თბილისს, უფლისციხეს და იმოგზაურეს რაჭის რეგიონში. ისინი გაეცნენ ადგილობრივ კულტურასა და გასტრონომიას, დააგემოვნეს ქართულ ღვინო.

ტურის ფარგლებში საქართველოს შესახებ სტატიები დაიბეჭდება ისეთ გამოცემებში, როგორიცაა; Funke Mediengruppe, Frankfurter Rundschau,  Nürnberger Nachrichten, ADAC Travel Magazin, Smokers Club & Genussmaenner.de, Mortimer Reisemagazin, Augsburger Allgemeine.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

Share