3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:42:27

„თიბისი კონცეპტი“ და „ადრენალინი“ წარმოგიდგენთ ფილმის „Abstract“ პრემიერას

By: Admin
2023-11-03 15:24:00
204

თიბისი კონცეპტი“ და სპორტული აღჭურვილობის მაღაზია „ადრენალინი“, 8 ნოემბერს 19:00 საათზე, გიწვევთ ფილმის „Abstract“ პრემიერასა და  საქართველოში პირველად „Faction Ski“-ს კოლექციის წარდგენაზე.

ღონისძიებას „თიბისი კონცეპტის“ მულტიფუნქციური სივრცე მასპინძლობს.

ფილმის ჩვენების დასრულების შემდეგ, სტუმრებს შეხვდებიან გამოცდილი ფრირაიდერი და „Heliski Georgia“-ს დამფუძნებელი ივა წიკლაური და მთამსვლელი და ოპერატორი ნიკა ლებანიძე.

„თიბისი კონცეპტის“ მომხმარებლებს, 15%-იანი ფასდაკლება დახვდებათ Faction Ski-ის ბრენდის კოლექციაზე სპორტულ მაღაზია „ადრენალინში“.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ - ჩვენება შედგება ინგლისურ ენაზე.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია! დასასწრებად, გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ www.conceptevents.ge -ზე, რის შემდეგაც კონცეპტ ასისტენტი დაგიდასტურებთ დასწრებას.

ფილმის და ღონისძიების მხარდამჭერები: Gorillas' Production, Red Bull.

მისამართი: „თიბისი კონცეპტის“ მულტიფუნქციური სივრცეში,  კ. მარჯანიშვილის #7.

Share