3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-18  
11:45:29

ლარი ევროსთან მიმართებაში რეკორდულად გაუფასურდა

By: Admin
2017-11-01 18:11:12
204

ლარი გაუფასურებას განაგრძობს.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.6112 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.5873 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0239 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 3.0368 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 3.0106 ლარად არის შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0262 ლარი შედგინა.

Share