
საერთაშორისო შვედური ბრენდი H&M-ი (Hennes & Mauritz AB) საქართველოში პირველ მაღაზიას 18 ნოემბერს, 12:00 საათზე გახსნის.
თბილისის შუაგულში, რუსთაველის გამზირის N2/4-ში მდებარე „გალერია თბილისში“, H&M-ი სამ სართულსა და 3000 კვადრატულ მეტრზე განთავსდება.
„ძალიან გვიხარია, რომ საქართველოში პირველ მაღაზიას ვხსნით. მოუთმენლად ველით 18 ნოემბერს – იმ წუთებს, როცა ქართველი მომხმარებლები „გალერია თბილისის“ კარებს გახსნიან და H&M-ის სამყაროში შეაბიჯებენ. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მრავალფეროვანი და შთამაგონებელი პროდუქცია, რომელიც სტუმრებს პერსონალური სტილის შექმნაში დაეხმარება, ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბებს“, – აცხადებს H&M-ის რეგიონალური მენეჯერი ავსტრიაში, ხორვატიაში, სერბეთში, სლოვენიასა და საქართველოში კლაუდია ოსვალდი.
18 ნოემბერს ყველა სტუმარს შეეძლება, რომ ისარგებლოს 20%-იანი ფასდაკლებით სრულ კოლექციაზე.
Share