3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:38:03

იაპონიის ქალაქ ოსაკაში, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის Red Bridge ორგანიზებით, ქართული ღვინის სემინარი გაიმართა

By: Admin
2023-11-11 15:54:38
204

იაპონიის ქალაქ  ოსაკაში, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის Red Bridge ორგანიზებით, ქართული ღვინის სემინარი გაიმართა.
ღონისძიებას ალკოჰოლიანი სასმელების  მსხვილი სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდენენ.  

საქართველოს მეღვინეობის კულტურასა და  თანამედროვე ინდუსტრიის შესახებ პრეზენტაცია მარკეტინგული კომპანიის Red Bridge დირექტორმა, ღვინის ცნობილმა მაგისტრმა, კენიჩი ოჰაშიმ წარმოადგინა. 

კომპანიასთან Red Bridge ღვინის ეროვნული სააგენტო 2017 წლიდან თანამშრომლობს. კომპანიის საქმიანობა იაპონიის სტრატეგიულ ბაზარზე ქართული ღვინის სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებას მოიცავს. აღნიშნული ღონისძიებების მიზანი იაპონიის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობის და, შესაბამისად, მოთხოვნის ზრდის ხელშეწყობაა. 

Share