
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, 22 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას თურქული ავიაკომპანია Pegasus-ი დაიწყებს.
ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებების საბოლოო ეტაპი, რომელიც ჯერ კიდევპანდემიამდე დაიწყო, ავიაკომპანიასთან წარმატებით დაასრულა.
"ერთობლივი ძალისხმევით კიდევ ერთი წარმატებული პროექტი დავასრულეთ. შედეგად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია Pegasus დეკემბრის ბოლოდან, კვირაში3 სიხშირით, სტამბულის მიმართულებით იფრენს. საბოლოო გადაწყვეტილება ავიაკომპანია Pegasus-მა სტამბულში, საავიავიო ფორუმ Routes World-ის ფარგლებში გამართულიმოლაპარაკებების შემდეგ მიიღო.სტამბული არის ახალი მიმართულება ქუთაისის აეროპორტისთვის, რომელიც ტრანზიტულ მზგავრებსაც მოემსახურება, რაც ჩვენთვის ძალიანმნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვართ, ძალიან წარმატებული იქნება და იმერეთის რეგიონისტურისტულ და ეკონომიკურ განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს", - განაცხადაირაკლი ქარქაშაძემ.
თურქული ავიაკომპანია Pegasus ბაზარზე 1990 წლიდან ოპერირებს და ამ დროისთვისფრენებს 50 ქვეყნის 130 მიმართულებით ახორციელებს. Pegasus წარმატებით ფრენებსთბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან წლებია ასრულებს.
Share