ვალუტის კურსი

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 17 786.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 16.2 პროცენტით მეტია.
საქსტატის ცნობით, აქედან, ექსპორტი 5 102.7 მლნ აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 12.5 პროცენტით), ხოლო იმპორტი 12 683.4 მლნ აშშ დოლარი (გაიზარდა 17.8 პროცენტით).
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში 7 580.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.6 პროცენტია.
Share