2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:49:49

Forbes საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიას ამზადებს

By: Admin
2023-11-15 13:26:11
204

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული გამოცემის Forbes USA ჟურნალისტს, რაჰიმ რაბიმოვს მასპინძლობს. პრესტურის ფარგლებში გამოცემის წარმომადგენელი საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ვრცელ სტატიას Artisanal Heritage of Georgia ამზადებს. 

ტურის ფარგლებში Forbes-ის ჟურნალისტმა თბილისის ისტორიული უბნები, ქუთაისი, საჩხერე, ხარაგაული, ბაღდათი მოინახულა, გაეცნო ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს. იმერეთში მოგზაურობის შემდეგ რაჰიმ რაბიმოვი აჭარას ეწვია, სადაც ბათუმი, გონიო, აჭარისწყალი და დანდალო მოინახულა.  

Forbes-ის ჟურნალისტი სტატიას საქართველოს ტურისტული ადგილების, ქართული კულტურის, კულინარიასა და ღვინის შესახებ ამზადებს. 

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

Share