2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:59:56

„თიბისის“ მხარდაჭერით თბილისში Data Bootcamp-ი ჩატარდება

By: Admin
2023-11-15 15:16:15
204

"თიბისის" განათლების პროგრამის მხარდაჭერით და  თბილისის ტექნოპარკის ორგანიზებით 24-30 ნოემბერს Data Bootcamp-ი გაიმართება.

მონაცემთა ანალიზის და პროგრამირების, 7 დღიან ინტენსიურ, სასწავლო კურსებზე მონაწილეები გაივლიან ტრენინგებს და მენტორშიფ სესიებს ხელოვნური ინტელექტის (AI) და მანქანური სწავლების (ML) მიმართულებით, ისწავლიან იდეების სწორად გენერირებას და წარმატებული Pitching-ის პრაქტიკულ დეტალებს. ფინალურ დღეს კი შექმნილ პროექტებს, წარუდგენენ ჟიურის წევრებს და რჩეული გუნდები და მონაწილეები დასაჩუქრდებიან სპეციალური პრიზებით.

Data Bootcamp-ის პარტნიორია "თიბისი". გურჯაანის, ზუგდიდის და ბათუმის Data  Bootcamp-ების მსგავსად, თბილისის ბანაკის რჩეულ მონაწილეებსაც, "თიბისი" აძლევს შესაძლებლობას Data Academy-ის ფარგლებში, მონაცემთა დამუშავების და პრაქტიკული გადამზადების ორკვირიანი კურსი გაიარონ. კურსი ითვალისწინებს "თიბისის" პროფესიონალ ჯგუფთან ერთად მონაცემთა მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მუშაობას.

თბილისის Data Bootcamp-ში მონაწილეობა შეუძლიათ სტუდენტებს, პროგრამირებაში გამოცდილ და Data Science-ით დაინტერესებულ პირებს, რომელთა ასაკიც 15 წელს აღემატება. დარეგისტრირდი: https://mtr.cool/kvyjrdrmid.

პროექტი ჩატარდება თბილისის ტექნოპარკში, მისამართი: ინოვაციების ქ. N7.

Share