5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
14:50:15

ხუციშვილი - 2024 წელს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე 1,7 მილიარდი ლარი მიიმართება

By: Admin
2023-11-15 22:40:44
204

2024 წელს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიიმართება 1,7 მილიარდი ლარი. აღნიშნულის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

ხუციშვილის თქმით, 2024 წელს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიიმართება 1,7 მილიარდი ლარი,  მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.3 მილიარდი ლარი, ხოლო მუნიციპალიტეტების საკუთარი შემოსავლებიდან დაფინანსდება 450 მლნ ლარის პროექტები, მათ შორის:

  • რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდში გათვალისწინებულია 450 მლნ; ლარი;
  • თბილისის კაპიტალური პროექტების დაფინანსებაზე მიიმართება 539 მლნ ლარი;
  • მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ პროექტებზე მიიმართება 266 მლნ ლარი;
  • მაღალმთიანი დასახლებების ფონდის ფარგლებში, კი მიიმართება 20 მლნ ლარი.

Share