3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:43:31

ეკონომიკის სამინისტროში ირლანდიის საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

„ირლანდია საქართველოში სავაჭრო წარმომადგენლობას გამოაგზავნის, რომელიც გაამყარებს ორი ქვეყნის კერძო სექტორს შორის კავშირებს“, - ეს განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ  ნინო ჯავახაძემ  ირლანდიის საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. 

სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაცია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება და მას სენატის თავმჯდომარე დენის ო დონოვანი ხელმძღვანელობს.

უწყებაში შეხვედრას მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილიც ესწრებოდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.  დენის ო დონოვანმა იმედი გამოთქვა , რომ უახლოეს მომავალში საქართველოში ირლანდიის საელჩო გაიხსნება. 

,,მინდა მოგილოცოთ ის ახალი ეკონომიკური რეიტინგები, რომელსაც მიაღწიეთ, ამას თქვენი ქვეყნისთვის დიდი საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა ირლანდიის სენატის თავმჯდომარემ.

ირლანდიის საპარლამენტო დელეგაცია საქართველოს 5  დღიანი ოფიციალური  ვიზიტით სტუმრობს. 

 

(NS)

Share