-1.16 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-18  
09:12:24

გიორგი კაკაურიძე: წელს არ არის ბიუჯეტში რესურსი იმისა, რომ პენსია გაიზარდოს

By: Admin
2018-09-07 12:43:22
204

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2014 წელი იყო პირველი წელი საქართველოს ისტორიაში, როდესაც პენსიამ საარსებო მინიმუმს გადააჭარბა,.

„მანამდე არც ერთი წლის განმავლობაში პენსია საარსებო მინიმუმი მაღლა არ ყოფილა“, - აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.

რაც შეეხება პენსიის გაზრდას, კაკაურიძის თქმით, წელს ბიუჯეტში არ არის  რესურსი იმისა, რომ პენსია გაიზარდოს:

„ამიტომ არის, რომ ბიუჯეტიდან ფინანსდება ის პროგრამები, რომელმაც უნდა შეუწყოს ხელი ეკონომიკურ ზრდას“,-აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.

Share