1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-18  
11:41:24

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში კიდევ 2-2 თეთრით გაუფასურდა

By: Admin
2017-11-03 10:54:52
204

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარისა ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.6297ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ღირებულება 2.6106 ლარს შეადგენს. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0191 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 3.0625 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 3.0380 ლარად არის შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0245 ლარი შეადგინა.

Share