
საქართველოში ნაწარმოები პროდუქტი შევზღუდოთ და არ გავიტანოთ, თუნდაც რუსულ ბაზარზე? რატომ უნდა შეიზღუდოს ეს ყველაფერი? - საკუთარ თავს ვიზღუდავთ და ისევ გლეხს ვაყენებთ მძიმე მდგომარეობაში, მაგრამ ესეც გათვლილია. მიზანმიმართულად აკეთებენ, რომ როგორმე ქვეყანა ეკონომიკურად დააზიანონ, - ამის შესახებ დედაქალის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძის თქმით, მმართველი პარტია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ და ვერ უერთდება.
"ჩვენ არ და ვერ ვუერთდებით სანქციებს, ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ვიცავთ მოსახლეობის, ეროვნულ ინტერესებს და ყოველთვის გვექნება ეს დამოკიდებულება. სხვა მხრივ, რა თქმა უნდა, ყველანაირად ვთანამშრომლობთ და მადლობაც კი მიიღო საქართველოს ხელისუფლებამ ამასთან დაკავშირებით. ეს მომავალშიც გაგრძელდება, მაგრამ ტურისტი არ ჩამოვიდეს საქართველოში და ფული არ დახარჯოს, საქართველოში ნაწარმოები პროდუქტი შევზღუდოთ და არ გავიტანოთ, თუნდაც რუსულ ბაზარზე? რატომ უნდა შეიზღუდოს ეს ყველაფერი. ამით ვის ვზღუდავთ? საკუთარ თავს ვიზღუდავთ და ისევ გლეხს ვაყენებთ მძიმე მდგომარეობაში, მაგრამ ესეც გათვლილია. მიზანმიმართულად აკეთებენ, რომ როგორმე ქვეყანა ეკონომიკურად დააზიანონ", - განაცხადა კალაძემ.
Share