4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
13:08:54

რიჟვაძე - ფერმერები არასტანდარტულ ციტრუსზე გაორმაგებულ სუბსიდირებას მიიღებენ

By: Admin
2023-11-28 14:44:09
204

ფერმერები არასტანდარტულ ციტრუსზე გაორმაგებულ სუბსიდირებას მიიღებენ, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

რიჟვაძის თქმით, წელს ფერმერები არასტანდარტულ მანდარინზე, ნაცვლად 15 თეთრისა, მიიღებენ 30 თეთრის სუბსიდიას.

"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაორმაგებულიყო არასტანდარტული ციტრუსის სუბსიდირება და შესაბამისად, მიმდინარე წელს ნაცვლად 15 თეთრისა, მეციტრუსეები არასტანდარტულ მანდარინზე მიიღებენ 30 თეთრს სუბსიდიას. რაც შეეხება ციტრუსის რთველის მიმდინარეობას, უკვე ექსპორტირებულია 3700 ტონაზე მეტი და ვთვლით, რომ შეფერხებების გარეშე შევძლებთ ამ სეზონის ჩატარებას", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

მისივე თქმით, წარმატებით მიმდინარეობს ნარინჯისფერი რთველი და ამ ეტაპზე უკვე ექსპორტირებულია 3700 ტონა ციტრუსი. გარდა ამისა, მობილიზებულია მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოები, რამდენიმე დღეში ფუნქციონირებას დაიწყებს არასტანდარტული ციტრუსის მიმღები საწარმო.

Share