2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:49:34

SOLO მომხმარებლები „გალერია თბილისის“ დაბადების დღესთან დაკავშირებით სავაჭრო ცენტრში სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ

By: Admin
2023-11-29 15:45:54
204

SOLO საკუთარ მომხმარებლებზე მორგებული შეთავაზებების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, „შავი პარასკევი“ ამჯერად „გალერია თბილისში“ გრძელდება.

30 ნოემბერს, SOLO-ს და „გალერია თბილისის“ პარტნიორობით, სავაჭრო ცენტრის 6 წლის დაბადების დღესთან დაკავშირებით, SOLO Visa ბარათის მფლობელები „გალერია თბილისში“ განთავსებულ 90-მდე მაღაზიაში განსაკუთრებული შეთავაზებით ისარგებლებენ. კერძოდ, SOLO-ს პარტნიორ ქსელებში მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, მიიღოს 30%-იანი ქეშბექი შეძენილ პროდუქციაზე.

პარტნიორი მაღაზიების სანახავად, გადადით ბმულზე.

ქეშბექის მისაღებად აუცილებელი პირობაა, რომ გადახდა განახორციელოთ საქართველოს ბანკის ტერმინალზე SOLO Visa ბარათით.

Share