1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
21:02:51

ცინცაძე - ნოემბერში ინფლაციამ 0.1% შეადგინა, მნიშვნელოვანი ფასების შემცირება ფიქსირდება სურსათის და მედიკამენტების ჯგუფებზე

By: Admin
2023-12-04 18:12:13
204

ნოემბრის თვეში ინფლაციამ 0.1% შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით ის 0.2%-ით არის შემცირებული, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა.

ცინცაძის განცხადებით, აღსანიშნავია, რომ აპრილის თვიდან საქართველოში ინფლაციის დონე ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მიზნობრივ მაჩვენებელზე ქვემოთ ნარჩუნდება.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი ფასების შემცირება ფიქსირდება სურსათის და მედიკამენტების ჯგუფებზე.

„ეს ყველაზე მოწყვლადი საზოგადოების ჯგუფებისთვის მნიშვნელოვან შეღავათს წარმოადგენს. აქვე უნდა აღინიშნოს - ჩვენი მოლოდინია, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ინფლაცია მიზნობრივ 3%-იან ნიშნულს ქვემოთ შენარჩუნდება, ხოლო მომავალი წლიდან ეტაპობრივად დაუახლოვდება მიზნობრივ მაჩვენებელს", - აცხადებს ვახტანგ ცინცაძე.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის შეფასებით, ინფლაციის შემცირება საქართველოს მთავრობის და ეროვნული ბანკის კოორდინირებულმა მუშაობამ განაპირობა.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სხვა ქვეყნებზე ადრე მოვახერხეთ ამ გამოწვევის დაძლევა", - დასძინა ცინცაძემ.

Share