5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
14:50:42

მაია ბითაძე ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა

By: Admin
2023-12-04 20:19:42
204

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილე ნინო თანდილაშვილთან ერთად ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

შეხვედრაზე ისაუბრეს გარემოსდაცვითი განათლების მიმართულებით არსებული გამოწვევებისა და დარგის კვალიფიციური სპეციალისტების გადამზადების საკითხებზე. ბიზნესის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ სექტორი განიცდის კონკრეტული გარემოსდაცვითი მართვის მექანიზმის მცოდნე კადრების დანაკლისს და მზად არიან სახელმწიფოსთან ერთად იმუშაონ აღნიშნული მიმართულების განვითარებისათვის.

"კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებზე და აღნიშნა, რომ ვინაიდან მალე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთახმების დირექტივებიდან გამომდინარე, არაერთი ახალი კანონი შევა ძალაში, გარემოსდაცვითი მართვის მექანიზმების მცოდნე კვალიფიციურ სპეციალისტებზე მოთხოვნა მომავალში უფრო მეტად გაიზრდება.

მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Share