1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
21:04:39

ვახტანგ ჭარაია - გვაქვს საკმაოდ დაბალი ინფლაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებს მინიმალური ფასნამატის გადახდა უწევთ

By: Admin
2023-12-04 22:52:55
204

გვაქვს საკმაოდ დაბალი ინფლაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებს მინიმალური ფასნამატის გადახდა უწევთ იმ პროდუქციაში, რასაც ყოველდღიურად ყიდულობენ, - ამის შესახებ ეკონომისტმა, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პრორექტორმა, ვახტანგ ჭარაიამ განაცხადა.

მისი თქმით, დაბალი ინფლაცია პოზიტიურია.

„გასათვალისწინებელია, რომ გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისთვის 1 %-ზე ნალებიანი ინფლაცია არ არის მისასალმებელი და დაგვჭირდება მომდევნო წლებში უფრო მაღალი ინფლაციის დაფიქსირება, იმისთვის, რომ ეკონომიკური ზრდა და მასთან მიბმული საკითხები იყოს უფრო მყარი და გრძელვადიანი“, - აღნიშნა ვახტანგ ჭარაიამ.

Share