2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:45:20

ქუმსიშვილი: საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში თავის გამოსვლაში ისაუბრა მთავრობის მიერ გამარტივებული სავაჭრო ურთიერთობების და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისათვის გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე.

როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებიდან გამომდინარე, სამომხმარებლო ბაზრის ზომა ქართული კომპანიებისათვის შეადგენს არა 3.7 მილიონ ადამიანს, არამედ 2.3 მილიარდ მომხმარებელს იმ ქვეყნებში, სადაც ვრცელდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. 

„პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (DCFTA) და მსოფლიოს ერთერთი უმსხვილესი ბაზრის გახსნა საქართველოსთვის, რაც 28 ქვეყნის 500 მილიონზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს და მათთვის ქართული პროდუქტის მიწოდება ნულოვანი საბაჟო ტარიფით განხორციელდება. ევროკავშირის გარდა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება არის გაფორმებული დსთ-სთან, თურქეთთან და წელს უკვე მათ რიცხვს ჩინეთიც მიემატა. ეს შეთანხმება 2017 წელს გააფორმა საქართველომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. მოლაპარაკება ჩინურ მხარესთან რეკორდულად მოკლე დროში დასრულდა, რომლის დროსაც საქართველოს გაეხსნა ჩინეთის 1.3 მლრდ-იანი ბაზარი", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

(NS)

Share