
3 ნოემბერს, 16.30 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში" საქართველო-რუმინეთის ერთობლივი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის პირველი სხდომა გაიმართება.
სხდომის ბოლოს ხელი მოეწერება საქართველო-რუმინეთის ერთობლივი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის პირველი სხდომის ოქმს.
კომისიის ფარგლებში ორი ქვეყნის ეკონომიკის სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს განიხილავენ. სხდომაზე ასევე ისაუბრებენ ორმხრივი თანამშრომლობის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებსა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ვაჭრობა და ინვესტიციები, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და სხვა.
სხდომას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და და რუმინეთის ბიზნეს გარემოს, კომერციისა და მეწარმეობის მინისტრი ბატონი ჰარი ილან ლაუფერი დაესწრებიან.
(NS)
Share