4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
16:40:30

გერმანიაში საქართველოს კულტურულ ტურისტულ მიმართულებას გაეცნენ

By: Admin
2023-12-06 17:36:59
204

საქართველოს კულტურული ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ბერლინში, ნინო ხარატიშვილის ლიტერატურული საღამო მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას გერმანიის 80-მდე წამყვანი ტუროპერატორი, ავიაკომპანიების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, ბერლინის ტურისტული გამოფენის ITB მენეჯერები დაესწრნენ. ღონისძიება ტურიზმის ადმინისტრაციისა და სააგენტო " KPRN"-ის ხელშეკრულების ფარგლებში მოეწყო.

"ღონისძიების ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა წამყვან გერმანულ კომპანიებთან შეხვედრები გამართეს საქართველოს ტურისტული პროდუქტების გაცნობისა და ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით.

ლიტერატურული საღამოს ფარგლებში მწერალმა რომან „უკმარი სინათლის" შესახებ ისაუბრა. ლიტერატურულ საღამოს მუსიკალური აკომპანირება დუდანა მაზმანიშვილმა შეასრულა.

ნინო ხარატიშვილმა 2018 წელს გერმანიაში პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდო, ბერტოლტ ბრეხტის პრემია მიიღო", - ნათქვამია ინფორმაციაში.

Share