4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
12:58:06

დიმიტრი ქუმსიშვილი: ყველა რეფორმა ორიენტირებულია ქვეყანაში დანაზოგების ზრდაზე

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

„ჩვენ საერთაშორისოდ აღიარებული რეფორმატორი მთავრობის ძალიან მაღალი სტატუსი გავქვს," - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.

ასევე დასახელდა კაპიტალის ბაზრის რეფორმა, ფისკალური რეფორმა, საჯარო-კერძო თანამშრომლობის განვითარება, დეპოზიტების დაზღვევა, აღრიცხვის რეფორმა, გადახდისუუნარობის რეფორმა, მიწის რეფორმა, საჯარო ფინანსების მმართველობის რეფორმა, საჯარო ინვესტიციების მართვის რეფორმა, ლარიზაცია და სხვა.

მან ჩამოთვალა ის რეფორმები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ან სამომავალოდ გეგმავს მათ გატარებას.

"საპენსიო რეფორმა იქნება უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი დანაზოგების ზრდისთვის. იგი წარმოქმნის ლარის მნიშვნელოვან მოცულობის რესურსს. ყველა რეფორმა ორიენტირებულია ქვეყანაში დანაზოგების ზრდაზე", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

(NS)

Share