3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:41:12

ქუმსიშვილი: 2017-2022 წლებში საქართველო ეკონომიკური ზრდის პროგნოზების მიხედვით რეგიონში საუკეთესოა

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო „მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვის" მიხედვით, 2017-2022 წლებში საქართველო ეკონომიკური ზრდის პროგნოზების მიხედვით რეგიონში საუკეთესოა," - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას.

მისი თქმით, 2014 – 2016 წლებში სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკის ხარჯზე საქართველომ საგარეო შოკი, საშუალოდ, 3.4 პროცენტამდე ზრდით დაძლიაა.

„2013-2016 წლებში საქართველო, თურქეთის შემდეგ, რეგიონის ლიდერი ეკონომიკა გახდა ეკონომიკური ზრდით, განსხვავებით 2004-2012 წლებისა, როდესაც საქართველოს ყველაზე რეგიონის ქვეყნებთან შედარებით დაბალი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა," - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

„პოზიტიურია ეკონომიკური ზრდის მოლოდინები. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო „მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვის" მიხედვით, 2017-2022 წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზების მიხედით  რეგიონში საუკეთესოა. იმავე დოკუმენტის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკის ზრდის საუკეთესო მაჩვენებელი სწორედ ჩვენს მიერ გატარებული და დაგეგმილი ფისკალური და სტრუქტურული რეფორმების გამო ექნება," - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

(NS)

Share