4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
16:38:42

„ერთგული“ მომხმარებელს საახალწლო აქციებს სთავაზობს

By: Admin
2023-12-15 13:29:59
204

„თიბისის“ ლოიალობის პროგრამა ​„ერთგული“ ზუსტად 1 თვის წინ განახლდა და მომხმარებლები უკვე „თიბისის“ ნებისმიერი ბარათით გადახდისას აგროვებენ ერთგულ ქულებს.

ქულები გროვდება ყველგან, სადაც „თიბისის“ პოს ტერმინალია, ხოლო „თიბისის“ 300-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში მომხმარებლები, ყოველ გადახდაზე, უფრო მეტ ქულას აგროვებენ.

წინასაახალწლოდ მომხმარებლები გულმოდგინედ არჩევენ ოჯახისა და საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრებს, რაც ერთგულმაც გაითვალისწინა და მათ მოლოდინებს სპეციალური საახალწლო შეთავაზებებით უპასუხა.

9 ტოპ შეთავაზება მომხმარებელს სოციალურ მედიაში, „ერთგულის“ ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდზე დახვდება. შეთავაზებები ვრცელდება, როგორც სადებეტო, ისე - საკრედიტო ბარათებზე. აღნიშნული შეთავაზებებით შესაძლებელია მეტი ერთგული ქულის დაგროვება საყვარელ ობიექტებში შოპინგისას, ან ქულების დახარჯვა სპეციალური ფასდაკლებით.

საახალწლო შეთავაზებების პარალელურად, ციფრულ ბანკში მომხმარებლებს „ერთგულის“ თამაში - გულების მარათონი ელოდება. თამაშში მონაწილეებს განხორციელებული ტრანზაქციების სანაცვლოდ, ერთგული 10-დან 1000-მდე ერთგული ქულის და 4 მთავარი ფულადი პრიზის — 20 000 ლარის მოპოვება შეუძლიათ.

Share