ვალუტის კურსი

წელს, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კერძო სექტორის მხარდაჭერისა და მომსახურების ხარისხის განვითარების მიზნით ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებული და დასაქმების მსურველი 2 000-მდე ადამიანი გადაამზადა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ტრენინგ-კურსები გიდებმა, ტურ-ოპერატორებმა, განთავსების ობიექტების თანამშრომლებმა და სექტორის სხვა წარმომადგენლებმა გაიარეს.
კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის განხორციელდა სხვადასხვა თემატური ტრენინგი.
ტრენინგები სრულიად უსასყიდლოდ მოეწყო და საქართველოს მასშტაბით განხორციელდა.
Share