2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:54:43

ლარი გამყარებას განაგრძობს

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარისა ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.6108 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ღირებულება 2.6284ლარს შეადგენს. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0176 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 3.0301 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 3.0610 ლარად არის შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0309 ლარი შეადგინა.

Share