
ყატარმა გამოსასყიდის სახით ტერორისტულ ორგანიზაციას ერთი მილიარდი დოლარი გადაუხადა, - ამის შესახებ გამოცემა Financial Times იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, 2015 წლის დეკემბერში ყატარის მმართველი სამეფო ოჯახის 26 წევრი ნადირობის დროს "ალ-ქაიდასთან" დაკავშირებულმა დაჯგუფების წევრებმა ერაყში გაიტაცეს.
როგორც გამოცემა წერს, ხანგრძლივი მოლაპარაკებების პროცესი, რომელშიც ერაყთან ერთად ასევე ირანი და ლიბანური მოძრაობა "ჰეზბოლა" იყო ჩართული, მიმდინარე წლის აპრილში გამოსასყიდის გადახდის შემდეგ დასრულდა.
სამეფო ოჯახის წევრები ყატარის ელჩს გადასცეს.
Share