ვალუტის კურსი

„საქართველოს რკინიგზა“ მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, 7-8 ნოემბერს რეისებს აუქმებს.
ამის შესახებ „რკინიგზის“ განცხადებაშია აღნიშნული:
„პატივცემულო მგზავრებო! „საქართველოს რკინიგზაში“ მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით (ბროწეულა-კოპიტნარის გადასარბენზე გვირაბის მოწყობის გამო), ა.წ. 7 ნოემბერს ქუთაისიდან და 8 ნოემბერს ზუგდიდიდან და ბათუმიდან, ერთი რეისით მსვლელობიდან იხსნება ადგილობრივი ელექტრომატარებელები: №698/697 ქუთაისი-ზუგდიდი და №684/683 ქუთაისი- ბათუმი.
სს „საქართველოს რკინიგზა“ ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.
(R)
Share