4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
13:06:57

„გალტ & თაგარტი“ საინვესტიციო შესაძლებლობებისა და საფონდო ბირჟის ტენდენციების შესახებ ვებინარს გამართავს

By: Admin
2024-01-18 11:10:41
204

მათთვის, ვისაც საფონდო ბირჟაზე არსებული ტენდენციები აინტერესებს და სურს გაიგოს, რა შესაძლებლობები არსებობს გლობალურ ბაზარზე ინვესტირების მიმართულებით, „გალტ & თაგარტი" ონლაინ შეხვედრას გამართავს. ვებინარი 24 იანვარს, 19:00 საათზე გაიმართება და მისი მთავარი თემა „საინვესტიციო შესაძლებლობები და საფონდო ბირჟის ტენდენციები“ იქნება. 

შეხვედრაზე სპიკერები - ნიკოლოზ მაზანაშვილი, „გალტ & თაგარტის" ასოცირებული ბროკერი და დავით ნიშნიანიძე, „გალტ & თაგარტის" საბროკერო მიმართულების ხელმძღვანელი, ინვესტირების ძირითად პრინციპებზე, 2023 წელს საფონდო ბირჟაზე გამოკვეთილ ტენდენციებსა და 2024 წლის მოლოდინებზე ისაუბრებენ. 

ამასთან, ისინი აუდიტორიას „გალტ & თაგარტის" სერვისებსა და მათი მეშვეობით გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე შექმნილ საინვესტიციო შესაძლებლობებს გააცნობენ. 

ვებინარზე დასასწრებად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია  ბმულზე.

Share