4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
12:58:08

იანვარ-ოქტომბერში ღვინის ექსპორტი 59%-ით გაიზარდა

By: Admin
2018-09-07 12:42:43
204

იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან მსოფლიოს 50 ქვეყანაში 61 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს 59%-ით აღემატება.   

როგორც "ექსპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, საანგარიშო პერიოდში 134,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინოა ექსპორტირებული, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე 52%-ით მეტია.

უწყების ცნობით, ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: ჩინეთი - 41% (6 086 733), რუსეთი - 87% (38 355 125), უკრაინა - 48%(6 237 652), პოლონეთი - 18% (2 151 342), ლატვია - 31% (1 279 718), ბელარუსი - 42% (1 318 852), აშშ - 68% (394 464), გერმანია - 57% (367 342), ისრაელი - 149% (180 824), საფრანგეთი - 187% (98 194),  აზერბაიჯანი 76% (102 342) და სხვა.  

"ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი - 38355125, უკრაინა - 6237652,  ჩინეთი - 6086733, ყაზახეთი - 2671845 და პოლონეთი 2151342 ბოთლი.  ამასთან, მსოფლიოს 22  ქვეყანაში ექსპორტირებულია 13630421 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 91%-ით აღემატება 2016 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია  29,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი - მატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  83%-ს აღწევს. საანგარიშო პერიოდში მსოფლიოს 20 ქვეყანაში ექსპორტირებულია 219 183 ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 198% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავლები  664,6 ათას აშშ დოლარს შეადგენს, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით 154%-ს მიაღწია. მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები საანგარიშო პერიოდში 222,4 მლნ აშშ დოლარს შეადგენს - ზრდამ 2016 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 50% შეადგინა", - ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

(NS)

Share