2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
19:08:13

გურიაში, სოფელ ლაშისღელეში სადრენაჟე სისტემის წმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

By: Admin
2024-01-25 12:41:19
204

საქართველოს მელიორაცია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, რიონის მარცხენა სანაპიროს დამშრობი სისტემის მოწესრიგების სამუშაოებს ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ნატანი მასისა და ქვა-ღორღისგან 1,7 კმ სიგრძის სადრენაჟე კოლექტორი იწმინდება. 

"ჩატარებული სამუშაოები კოლექტორში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს, საპროექტო პარამეტრებში აღდგება აღნიშნული კოლექტორის კალაპოტი, შედეგად, უხვი ნალექის დროს,  დაახლოებით, 50 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობის, საკარმიდამო ეზოებისა და  საცხოვრებელი სახლების დატბორვის საფრთხე აღარ იარსებებს.

მიმდინარე სამუშაოები, რომელსაც კომპანია ატარებს, თებერვალში დასრულდება",- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Share