2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:49:34

საქართველოში All Star-ის საკალათბურთო შეხვედრები იმართება - კალათბურთის ფედერაციის მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“

By: Admin
2024-01-26 16:50:14
204

„საქართველოს ბანკი“ კალათბურთის ფედერაციის მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ფედერაციის ინიციატივით, ქართული კალათბურთის პოპულარიზაციის მიზნით საკალათბურთო სუპერლიგის შეხვედრების სერია - All Star-ი გაიმართება.

All Star-ის ფარგლებში, საკალათბურთო მატჩებში მონაწილეობას სუპერლიგის მოთამაშეები მიიღებენ. მათი შერჩევა კი ხმის მიცემის მეთოდით მიმდინარეობს. გულშემატკივარს შესაძლებლობა აქვს, თითო გუნდიდან ორ-ორი უკანახაზელი, ორ-ორი ფორვარდი და ერთი ცენტრალური მოთამაშე შეარჩიოს.

ხმის მისაცემად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს.

All Star-ის ფარგლებში ჩატარდება ჩატენვების, სამ-ქულიანების კონკურსი და All Star-ის თამაში.

საკალათბურთო მატჩები 28 იანვარს, თბილისი არენაში გაიმართება.

ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.

Share