4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
16:43:17

7 წარმატებული ემისია - „თეგეტა ჰოლდინგი“ კაპიტალის ბაზრებზე

By: Admin
2024-01-26 18:23:20
204

„თეგეტა ჰოლდინგი“ წლებია, ავტოინდუსტრიაში პრეცედენტებს ქმნის, თუმცა 2023 წელი კომპანიის ისტორიაში გამორჩეული იყო - „თეგეტამ“ სრულიად ახალი განაცხადი გააკეთა კაპიტალის ბაზარზე. „თეგეტა ჰოლდინგის“ სახელს უკავშირდება ეროვნულ ვალუტაში კავკასიაში პირველი მწვანე ფასიანი ქაღალდები, პირველი ფასიანი ქაღალდები ფიზიკური პირებისთვის ლარში და სხვა.

7 ემისიის სახით „თეგეტა ჰოლდინგის“ მიერ განთავსებული ფასიანი ქაღალდების ჯამურმა მოცულობამ 300 მლნ ლარი შეადგინა, ინვესტორთა რაოდენობამ კი 477 მიაღწია, საიდანაც 30% არარეზიდენტი ფიზიკური პირია.

კაპიტალის ბაზარზე გასვლის შემდეგ „თეგეტა ჰოლდინგს“ ახლა კორპორაციული და ინსტიტუციური ინვესტორები ჰყავს, ასევე ადგილობრივი რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური პირები. ინვესტორთა მაღალი აქტივობა კი მთავარ სათქმელს ამბობს - „თეგეტა ჰოლდინგი“ გამორჩეულად მაღალი ნდობით სარგებლობს.

მანანა  ხინაშვილი, „თეგეტა ჰოლდინგის“ ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი:  „თეგეტა ჰოლდინგის“ ემისიები პრეცედენტული იყო ქართული ფასიანი ქაღალდების ბაზრისთვისაც და თავად ჩვენი კომპანიისთვისაცგასულ წელს ჩვენმა კომპანიამ ეროვნულ ვალუტაში კავკასიაში პირველი მწვანე ფასიანი ქაღალდი გამოუშვაეს ავტოინდუსტრიაშიც პირველი მწვანე ფასიანი ქაღალდები იყო და ჰოლდინგისთვისაც უმთავრესი - მოვიზიდეთ რა კომპანიის ისტორიაში პირველი პირდაპირი უცხოური რესურსიამას მოჰყვა პირველი ფასიანი ქაღალდები ფიზიკური პირებისთვის ლარშირაც აქამდე არცერთ ემიტენტს  გაუკეთებიაეს კი ნიშნავსრომ „თეგეტა ჰოლდინგი“, ფაქტობრივადარარსებულ ბაზარზე შევიდა.

ინვესტორთა ინტერესი ეროვნულ ვალუტაში განთავსებულ ფასიან ქაღალდებზე დოლარისა და ევროს შემთხვევაზე არანაკლები იყომიუხედავად იმისარომთუ რეზიდენტ პირთა ქცევას დავაკვირდებითაშკარაასაზოგადოების დიდი ნაწილი დანაზოგს ძირითადად უცხოურ ვალუტაში აკეთებსამასთანავეარამხოლოდ ადგილობრივ პირთამეტიცეროვნული ვალუტისადმი უცხოელ არარეზიდენტ პირთა დაინტერესებაც აღსანიშნავიაამ გამორჩეული ტრანზაქციით შევძელით კაპიტალდაბანდების ალტერნატიული შესაძლებლობის შექმნა და ამ კუთხით ბაზარი სწორედ „თეგეტა ჰოლდინგმა“ გააჩინავიმედოვნებთჩვენ შემდეგ იმავე ნაბიჯს სხვა კომპანიებიც გადადგამენ.

თეგეტას“ ფასიანი ქაღალდების მიმართ მაღალი ინტერესი აჩვენებსრომ კომპანია ინვესტორებში განსაკუთრებული ნდობით სარგებლობსრომლებიც გადაწყვეტილებებს დეტალური ანალიზის შემდეგ იღებენ და გრძელვადიანი ინვესტიციის განხორციელებისას გადამწყვეტი კომპანიის ისტორიარეპუტაცია და ფინანსური შედეგებია“.

ინვესტორთა მაღალი ნდობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია 2023 წლის ბოლოს „თეგეტას“ მიერ ახალი, 20 მლნ ევროს ეკვივალენტი, მულტისავალუტო პროგრამის გამოცხადება. ეს ნაბიჯი ავტოინდუსტრიის ლიდერმა 30 მლნ აშშ დოლარის ეკვივალენტი მულტისავალუტო ობლიგაციების პროგრამისადმი ინვესტორთა გადაჭარბებული ინტერესიდან გამომდინარე მიიღო. ამ შემთხვევაშიც გარიგების ექსკლუზიური პარტნიორი საინვესტიციო ბანკი „გალტ & თაგარტი“ გახლდათ. სწორედ „გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით, კომპანიამ საქართველოში პირველი მულტისავალუტო ობლიგაციების პროგრამა წარმატებით დახურა. 30 მლნ-იანი პროგრამის ემისია სამ ტრანშად განხორციელდა.

15 დეკემბრის შემდეგ, 20 დეკემბრის განაცხადია, როცა „თეგეტა ჰოლდინგმა“ საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის ისტორიაში პირველად, ლარში დენომინირებული, ფიზიკური პირებისთვის განკუთვნილი ობლიგაციების ემისია წარმატებით განახორციელა. ობლიგაციების მოცულობამ მაშინ 20 მლნ ლარი შეადგინა, ტრანზაქციის განთავსების ექსკლუზიური აგენტი კი „თიბისი კაპიტალი“ იყო. მაღალი ინტერესის შედეგად ეს კონკრეტული ობლიგაციები 86-მა ფიზიკურმა პირმა აითვისა, რომელთაგანაც 21 არარეზიდენტი გახლდათ.

კაპიტალის ბაზრების განვითარება ჩვენთვის დამატებით შესაძლებლობას ქმნისრომ მომავალშიც მეტი რესურსი მოვიზიდოთ საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტებისთვისგარდა ამისაროგორც იცითევროკავშირთან თანამშრომლობის კონტექსტში კაპიტალის ბაზრის განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვსჩვენ ვამაყობთრომ გასულ წელს ქართული ფასიანი ქაღალდების ბაზარზე დაფიქსირებულ ზრდაში „თეგეტა ჰოლდინგმა“ ღირებული წვლილი შეიტანა და იმედი გვაქვსამ ნაბიჯებით ბაზარი მეტად მიმზიდველი გახდება ინვესტორებისათვისპოტენციურ ემიტენტებსა თუ მყიდველებს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე მეტ წვდომას მივცემთ“, - ამბობს მანანა ხინაშვილი.

2023 წლის მაისით თარიღდება ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანიის მიერ უცხოურ ვალუტაში განხორციელებული ის პირველი საჯარო ემისია, რომელშიც ინვესტიცია ფიზიკური პირებისთვისაც ხელმისაწვდომი იყო. აღნიშნული ტრანზაქციის ფარგლებშიც, „თეგეტა ჰოლდინგის“ პარტნიორი და მხარდამჭერი საინვესტიციო ბანკი „გალტ & თაგარტი“ იყო, რომელიც ემისიის მთელ პროცესს წარმართავდა. 2023 წლის მაისში „თეგეტამ“ „გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით 20 მლნ აშშ დოლარისა და 5 მლნ ევროს ღირებულების ობლიგაციები წარმატებით განათავსა.

„თეგეტა ჰოლდინგის“ ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ფასიანი ქაღალდების ბაზარზე შესვლის თაობაზე კომპანიას დიდხანს არ უფიქრია, ამ გზაზე მთავარი სწორი დროის შერჩევა იყო, ანუ მომენტის, როცა კომპანიის საჭიროებისა და ბაზრის მზაობა ერთმანეთს დაემთხვეოდა.

ემისიის პროსპექტის მომზადება დიდ პროცესს გულისხმობსფასიანი ქაღალდების ბაზრისადმი ინტერესი აშკარა იყოთუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია  ბაზარზე გასვლის დროამბიციური ნაბიჯის გადადგმამდე არაერთი ანგარიში მოვამზადეთ და გავასაჯაროეთპროცესი გამჭვირვალობის სრული დაცვით წარიმართავფიქრობამ ტიპის აქტივობებმა კომპანიის მიმართ ინტერესის კიდევ უფრო მეტად გაზრდა განაპირობა“, - ამბობს მანანა  ხინაშვილი.

„თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი ინვესტორი აზიის განვითარების ბანკი იყო, როცა კომპანიამ, 2023 წლის ივლისში, 20 000 000 ლარის მწვანე ობლიგაციები გამოუშვა. მწვანე ობლიგაციები ის ფასიანი ქაღალდებია, რომელთა გამოშვების შემთხვევაშიც ემიტენტი მოზიდული ინვესტიციით ისეთ პროექტებს აფინანსებს, რომლებიც ხელს უწყობს გარემოს მდგრად განვითარებას. ბუნებრივია, ასეა „თეგეტა ჰოლდინგის“ შემთხვევაშიც. მწვანე ემისიის ფარგლებში „თეგეტა“ გეგმავს: მსუბუქი, სამგზავრო და სხვა ტიპის ელექტრიფიცირებული ტრანსპორტის იმპორტსა და რეალიზაციას; ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, 70 დასატენი სადგურის მოწყობას. მწვანე ობლიგაციების ვადად 2,5 წელი განისაზღვრა, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიამ ე.წ. მწვანე პროექტები ამ პერიოდის განმავლობაში უნდა განახორციელოს. აღსანიშნავია, რომ „თეგეტა ჰოლდინგის“ მწვანე ობლიგაცია საქართველოს ეროვნულ ვალუტაში პირველი ემისიაა. კომპანიამ ამ ნაბიჯითაც პრეცედენტი შექმნა და როგორც ავტოსფეროში, ისე ამ მიმართულებითაც პირველობა არც ამ შემთხვევაში დათმო.

მანანა  ხინაშვილი, „თეგეტა ჰოლდინგის“ ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „ყველა სხვა ემისიაგარდა მწვანე ობლიგაციებისამოხმარდა არსებული სასესხო ვალდებულებების რეფინანსირებასპირველი - ამ გზით კომპანიას მსესხებლების დივერსიფიცირების საშუალება ეძლევამეორე - მნიშვნელოვნად შეგვიმცირდა საპროცენტო ხარჯიმესამე - ობლიგაციების ემისია საუკეთესო საშუალებაა ფინანსური რისკების დასაზღვევად. „თეგეტა“, როგორც კომპანიამუდმივად იზრდება და იზრდება არამხოლოდ ქართულ ბაზარზეეს კი ნიშნავსრომ გვეზრდება შემოსავალი უცხოურ ვალუტაშიცჩვენს უცხოელ პარტნიორებთან აქტიური ურთიერთობის ფარგლებშიუფრო მეტი უცხოური ვალუტის საჭიროება გვაქვსემისიებით კირომლებიც დოლარსა და ევროში განვახორციელეთშევძელით ეს საჭიროება დაგვეკმაყოფილებინარაც შეეხება მწვანე ობლიგაციებსეს სრულად ინვესტიციაა მწვანე პროექტებში და კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია“.

რაც შეეხება 2024 წელს, „თეგეტა ჰოლდინგი“ კვლავ გეგმავს მულტისავალუტო ემისიების განხორციელებას, თუმცა განსაკუთრებული სამზადისი ამ გზაზე კომპანიას 2025 წლისთვის აქვს.

---

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვის ცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

Share